ფეხბურთი

10:44 | 1.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი ჩემპიონთან დამარცხდა (+VIDEO)

პარასკევს ბელგიის იუპერ ლიგაში სტარტი მეორე ტურმა აიღო. "გენკმა", სადაც ქართველი ფეხბურთელები თორნიკე ოქრიაშვილი და ლუკა ზარანდია გამოდიან, ახალ სეზონში პირველი მარცხი იგემა. ქართველთა გუნდი სტუმრად მოქმედ ჩემპიონ "გენტს" ეწვია და მინიმალური ანგარიშით წააგო (VIDEO). გამარჯვების გოლი მასპინძელთაგან სვენ კუმსმა 41-ე წუთზე პენალტით გაიტანა.

ოქრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა, ხოლო ზარანდია განაცხადაში ვერ მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109045