ფეხბურთი

23:55 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლამბერტი “ვესტ ბრომვიჩის” ფეხბურთელია

“ლივერპულის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი რიკი ლამბერტი “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” განაგრძობს კარიერას. აღნიშნული ინფორმაცია “ბულბულების” ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

33 წლის ფორვარდმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ახალ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. არაოფიციალური მონაცემების მიხედვით, ვეტერანი ფეხბურთელის სანაცვლოდ “ლივერპულმა” 2.94 მილიონი ფუნტი მიიღო.

ლამბერტი “ლივერპულში” გასულ ზაფხულს “საუთჰემპტონიდან” გადავიდა და 36 ჩატარებულ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115485