კალათბურთი

22:34 | 31.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პარკერი: “დიდ ტრიო” ტიტულისთვის ბოლოჯერ გაიბრძოლებს”

“სან ანტონიოს” ფრანგმა გამთამაშებელმა ტონი პარკერმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა. პარკერის თქმით “დიდ ტრიოს” ჩემპიონობის ბოლო შანსი ექნება.

“ჩვენ კარგი პერიოდი გვაქვს, ოლდრიჯი დავიმატეთ და დარწმუნებული ვარ ლამარკუსი “სან ანტონიოს” დიდ დახმარებას გაუწევს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დანკანი და ჯინობილი კიდევ ერთი სეზონი ითამაშებენ. “დიდ ტრიოს” ჩემპიონობის ბოლო შანსი აქვს”- განაცხადა პარკერმა.

შეგახსენებთ, რომ ტიმ დანკანმა და მანუ ჯინობილიმ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს და სავარაუდოდ ერთი სეზონის შემდეგ დანკანი და ჯინობილი კარიერას დაასრულებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115277