ფინელმა მძლეოსანმა ვივი ლეჰიკნენმა (Viivi Lehikanen) ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის 400 მეტრზე თარჯრბენის რეკორდი დაამყარა.
ფინელმა სპორტსმენმა დისტანცია 57.74 წამში დაფარა და რუსი ვერა რუდკოვას (Vera Rudkova) რეკორდი 0.25 წამით გააუმჯობესა.
ვერცხლის მედალი ფრანგმა ჟანა იმანმა (Jean Iman) მოიპოვა, რომელმაც ფინიშის ხაზი 1 წუთსა და 0.57 წამში გადაკვეთა. ბრინჯაოს მედალი ნორვეგიელ მარი სკიეგესტადს (Marie Skjeggestad) ერგო - 1:1.06. ჩეხმა ბარბორა ვესელამ (Barbora Vesela) თავისი პერსონალური რეკორდი გააუმჯობესა - 1:1.46 წამი, თუმცა ეს შედეგი საკმარისი მხოლოდ მეხუთე ადგილის დასაკავებლად აღმოჩნდა.
www.tbilisi2015.com









