სხვა

15:17 | 30.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბრიტანელი ფრეიზერი მრავალჭიდის ჩემპიონია

სპორტულ ტანვარჯიშში, მრავალჭიდის ჩემპიონი 84.750 ქულით ბრიტანელი სპორტსმენი ჯო ფრეიზერი (Joe Fraser) გახდა და ქვეყანას მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ფინალის აშკარა ფავორიტები რუსი, უკრაინელი და ბრიტანელი სპორტსმენები იყვნენ. პრიზიორთა სამეულშიც ერთმანეთს ეს ქვეყნები ენაცვლებოდნენ. ბრიტანელმა ჯო (Joe Frase) ფრეიზერმა პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა. ვერცხლისა და ოქროს მედლები რუსმა სპორტსმენებმა გაინაწილეს. მაქსიმ სინიჩკინი (Maksim Sinichkin) 83.250 მეორე ადგილს იკავებს, ხოლო მესამე 82.700 ქულით არტემ არნოს (Artem Arnaut) ერგო.

დმიტრი გოვოროვმა (Dmitri Govorov) სამუელში გასვლა ვერ მოახერხა, თუმცა წარმატებით იასპარეზა და 79.100 ქულით 12 ადგილი დაიკავა.

,,დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალში მოვხვდებოდი, თუმცა საპრიზო ადგილზე გასვლის იმედი არ მქონდა. ხალხის გულშემატკივრობა ხელს არ მიშლიდა, პირიქით, მხარს მიჭერდნენ და მადლობა მათ,“ -განაცხადა დმიტრი გოვოროვმა.

31 ივლისს, 15:30-ზე, გოგონათა შორის მრავალჭიდის ჩემპიონატი გაიმართება და მედლების კიდევ ერთი კომპლექტი გათამაშდება.

http://tbilisi2015.com/

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090651