ფეხბურთი

20:15 | 29.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად შჩესნი “რომაში” ითამაშებს

როგორც ლონდონის “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება ვოიცეხ შჩესნი განათხოვრების წესით “რომაში” ითამაშებს.

25 წლის მეკარე 2006 წლიდან “არსენალის” ფეხბურთელია. საწყის პერიოდში კლუბის ასაკობრივ და სარეზერვო გუნდებში თამაშობდა, 2009 წელს კი ვენგერის გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

ვოიცეხ შჩესნის იტალიურ კლუბში გადასვლა პეტერ ჩეხის ტრანსფერს უკავშირდება. ჩეხი მეკარე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს “არსენალის” წევრი გახდა, რაც სავარაუდოდ შჩენის მუმდივად თამაშის საშუალებას არ მისცემა.

პოლონელმა მეკარემ გასულ სეზონში “არსენალის” მიასურით 29 მატჩი ჩაატარა და დაეხმარა კლუბს ასოციაციის თასის მოგებაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109926