„თბილისი 2015“-ის მეორე წრეში ქართველმა ანა მაქაცარიამ ბულგარელი GerganaTopalova გერგანა ტოპალოვა სამ სეტში ანგარიშით 6:1 2:6 6:3 დაამარცხა.
პირველი სეტში მაქაცარია სრულ უპირატესობას ფლობდა და მეტოქეს მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო. მეორე სეტში ბულგარელმა რევანშის აღება მოახერხა და 6:2 მოიგო. მესამე ყველაზე ხანგრძლივი სეტი გარდამავლი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მერვე გეიმში მაქაცარიამ გადამწყვეტი ბრეიკის გაკეთება შეძლო და 2 საათზე მეტი ხანგრძლივობის დაძაბული შეხვედრა ქართველის გამარჯვებით დასრულდა.
მესამე წრეში ანა მაქაცარია მეორე ნომრად განთესილ ლატვიელ ფავორიტს დანიელა ვისმანეს (Daniela Vismane) შეხვდება, რომელმაც დღეს მეორე წრეში ავსტრიელი არაბელა კოლერი (ArabellaKoller) ანგარიშით 6:2 6:3 დაამარცხა.
www.tbilisi2015.com







