ფეხბურთი

19:15 | 25.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგიამ “სტოკს” გაუტანა

“ბრენტფორდისა” და “სტოკ სიტის” ამხანაგურ მატჩში ანგარიში აკაკი გოგიამ გახსნა. 32-ე წუთზე ნახევარმცველმა საჯარიმოს გარედან, ოდნავ მახვილი კუთხიდან დაარტყა, რიკოშეტის შემდეგ კი ჯეკ ბუტლენდის კარში აღმოჩნდა. მატჩი “ბრენტფორდის” გამარჯვებით 2:0 დასრულდა, რუსთავში დაბადებულმა შემტევმა კი მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო.

ფინეთის ვეიკაუსლიგის მე-20 ტურში “ჰიკისა” და კტპ-ს ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. კტპ-ს მაისურით მოთამაშე გიორგი ოსიტაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარა, 78-ე წუთზე კი გაფრთხილება მიიღო. ფინეთის 12 გუნდიან ჩემპიონატში კტპ 15 ქულით მე-11 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117345