ფეხბურთი

14:49 | 21.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” სტეფან სავიჩი შეიძინა

მონტენეგროს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მცველი სტეფან სავიჩი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური კლუბის ვებგვერდი იუწყება.

24 წლის სავიჩმა მადრიდელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის ბოლო სამი წლის განმავლობაში იტალიის “ფიორენტინაში” გამოდიოდა, სადაც 108 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. ფლორენციელებთან მას კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებდა.

მონტენეგროს ნაკრებში სავიჩს 29-ჯერ უთამაშია და 3 გოლი გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.061952