ფეხბურთი

20:28 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი თევზაძე: “დინამო დიდი კლუბია”

“საბურთალოდან” “დინამო თბილისში” გადასულმა გიორგი თევზაძემ კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში კომენტარი გააკეთა.

“გახარებული ვარ ახალ კლუბში გადასვლით, “დინამო” დიდი კლუბია. ვეცდები მაქსიმალურად ადრე დავიმკვიდრო ძირითად შემადგენლობაში ადგილი. “დინამო” ქართველი ფეხბურთელებისთვის საოცნებო კლუბია, ძალიან დიდი შესაძლებლობები გვაქვს ვითამაშოთ ევროტურნირებზე.

ამჟამად გუნდი გადის შეკრებას, გვსურს ნაყოფიერად ვიმუშაოთ. “დინამოს” მიზნები საქართველოს ჩემპიონატისა და თასის მოგება იქნება, რასაც უნდა მოჰყვეს ევორტურნირებზე ღირსეული თამაში” – აღნიშნა ახალგაზრდა ფეხბურთელმა.

18 წლის თევზაძემ გასული სეზონის მეორე ნახევარი უმაღლესი ლიგის კლუბ “სამტრედიაში” გაატარა. ასე რომ ეროვნული ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.105807