ფეხბურთი

18:30 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჰანდანოვიჩი "ინტერში" რჩება

მილანის "ინტერი" და სლოვენიელი მეკარე სამირ ჰანდანოვიჩი თანამშრომლობას გააგრძელებენ. ამის შესახებ გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" წერს. 31 წლის კიპერი "სან სიროზე" ახალი ხელშეკრულების თანახმად 2019 წლის 30 ივნისამდე დარჩება და სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს. ჰანდანოვიჩს ძველი კონტრაქტი ერთი წლის შემდგომ ეწურებოდა.

"კორიერეს" ცნობით, ეს ინფორმაცია უახლოეს დღეებში ოფიციალურად დადასტურდება.

სამირ ჰანდანოვიჩი "ინტერის" კარს 2012 წლიდან მოყოლებული იცავს და გუნდის მთავარ კიპერად მიიჩნევა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111364