ფეხბურთი

11:15 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერში" ახალწვეულების დებიუტი შედგა (VIDEO+PHOTO)
შნეიდერლინმა დებიუტი გოლით აღნიშნა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე პირველი შეხვედრა გამართა და მექსიკური გუნდი "ამერიკა" 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი გუნდის ახალწვეულმა მორგან შნეიდერლინმა თავური დარტყმით მეხუთე წუთზე გაიტანა (VIDEO). ფრანგი ფეხბურთელის დებიუტი წარმატებული აღმოჩნდა.

"წითელი ეშმაკების" რიგებში დებიუტი ჰქონდა მიუნხენის "ბაიერნიდან" გადაბირებულ ბასტიან შვაინშტაიგერს. გერმანელმა მეორე ტაიმი ითამაშა. ჰოლანდიელი მემფის დეპაი ლუის ვან გაალმა მხოლოდ პირველი ტაიმი დატვირთა.

მომდევნო შეხვედრას "მანჩესტერი" 22 ივლისს "სან ხოსეს" წინააღმდეგ გამართავს, სამი დღის შემდეგ "ბარსელონას" დაუპირისპირდება, ხოლო 30 ივლისს პსჟ-სთან გაარკვევს ურთიერთობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.216406