ფეხბურთი

10:26 | 18.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბელერინმა “არსენალთან” გაახანგრძლივა

ლონდონის “არსენალის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრების წევრმა ჰექტორ ბელერინმა “მეთოფეებთან” გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ფეხბურთელი ინგლისურმა გუნდმა 2011 წელს “ბარსელონადან” ნახევარი მილიონი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და ერთ წელიწადში მთავარ გუნდში ვარჯიშობდა. გასულ სეზონში მცველმა “არსენალის” რიგებში 28 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გასულ წელთან შედარებით 4.5 მილიონი ევროთი გაიზარდა და ამჟამად 5 მილიონ ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111518