ფეხბურთი

14:50 | 17.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართული გოლი ევროპა ლიგაზე (+VIDEO)

17 ივლისს ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. მოგეხსენებათ ქართული გუნდებიდან ამ ეტაპზე ვერცერთი გავიდა და შესაბამისად ყურადღება მხოლოდ ლეგიონერებზეა მიპყრობილი.

ზაურ სვანიძის მეთაურობით ბაქოს “ინტერმა” სტუმრად “ჰაფნაფიორდური” 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გასვლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა. პირველი ტაიმის “ინტერმა” 0:1 დათმო, ხოლო მეორე ტაიმის განახლებიდან 9 წუთში ნიკა კვეკვესკირმა პენალტის ზუსტი შესრულებით წონასწორობა აღადგინა, ბრაზილიელმა დიეგო მარტინსმა კი 61-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა (VIDEO). აზერბაიჯანული გუნდის შემადგენლობაში მატჩი სრულად ჩაატარეს ნიკა კვეკვესკირმა, ზურაბ ხიზანიშვილმა და ლაშა კასრაძემ, ხოლო გიორგი ლომაია სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

ნიკა ძალამიძის “იაგოლენიამ” შინ ბათუმის “დინამოს” მძლეველ და უჩა ლობჟანიძის კვიპროსულ “ომონიას” დაუზავდა (0:0). საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მოედანზე 90 წუთი გაატარეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100651