ფეხბურთი

21:24 | 15.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ურუშაძე: “გურია” უპატრონოდ არ დარჩება”

“ევგრაფი შევარდნაძის” სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში ლანჩხუთის “გურიამ” ახალი მთავარი მწვრთნელი კახი გოგიჩაიშვილი და გუნდში მოსული ფეხბურთელები წარადგინა. პრესკონფერენციას მთავარი მწვრთნელის გარდა ლანხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე ესწრებოდა.

ლანხუთის “გურიამ” შემდეგ ფეხბურთელები დაიმატა:

ნიკა დაუშვილი (“დინამო თბილისიდან”)

სერგი ორბელაძე, დავით ციცხვაია (მარტვილის “მერანიდან”)

თენგიზ ჩიკვილაძე (“ტორპედოდან”)

ლაშა ნოზაძე, კოტე ხიზანეიშვილი, ზურა გელაშვილი (“მეტალურგიდან”)

ნიკა მაისურაძე, ბექა ზაქრაძე ( “ვიტ ჯორჯიადან”)

ლაშა მჭედლიშვილი (”ზესტაფონიდან”)

შოთა ჯიქია, გიორგი ჩადუნელი ("კოლხეთიდან")

ლანხუთის “გურიას” ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობს “გურიას” დუბლშემადგენლობის ოთხი ფეხბურთელი: სანდრო ბახია, რევაზ წილოსანი, ნიკა ნარიაშვილი და ლადო ახალაია. ახალ ფეხბურთელთა სრული სია ივლისის ბოლოს იქნება ცნობილი

ზაზა ურუშაძემ ვრცლად ისაუბრა კლუბში შექმნილ მდგომარეობაზე:

“ მსურს ერთ რამეში იყოს დარწმუნებული გულშემატკივარი, “გურია” უპატრონოდ არ დარჩება. ჩვენი მიზანი უმაღლესი ლიგის პირველ წრეში საუკეთესო 7 კლუბში მოხვედრაა, შემდეგ კი ვნახოთ.

გრიგოლეთის საწვრთნელ ბაზაზე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, კომპლექსი 44 კაცზეა გათვლილი, სამუშაოების დასრულება 20 ოქტომბრისთვის იგეგმება. ამ დროისთვის კლუბი გრიგოლეთის ბაზის მინდორზე ვარჯიშობს, იქვე ახლოს კი სასტუმრო გვაქვს ნაქირავები, სამუშაოების დასრულების შემდეგ კლუბი ბაზაზე იცხოვრებს, თანხის დახარჯვა სასტუმროს მომსახურებაში არ მოგვიწევს, რაც მნიშვნელოვანი შეღავათია”

შევხედავთ ამხანაგურ თამაშებს. საჭიროების შემთხვევაში ორი თავდამსხმელის უკრაინიდან ჩამოყვანის შესაძლებლობა არის. არ გამოვრიცხავ დიმიტრი ზოზულიას დაბრუნებას”

გოგიჩაიშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა:

“რა თქმა უნდა ამხანაგური თამაშები კიდევ გვექნება, სამი კი უკვე დაგეგმილია, რაც ძალიან დაგვეხმარება ფეხბურთელთა შერჩევაში. ბაზაზე მშვენიერი მოედანია და სამივე თამაშს გრიგოლეთში ჩავატარებთ” – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

“გურია” 16 ივლისს “საპოვნელას” დაუპირისპირდება, 19 ივლისს “მერანს”, 22 ივლისს კი ფოთის “კოლხეთს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127846