ფეხბურთი

21:04 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვაკის პარკში რიგი იზრდება

ევროპის 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. ვაკის პარკში, სადაც ბილეთების შეძენის მსურველები იკრიბებიან, ხალხის რაოდენობა იზრდება. ისინი თადარიგს ნაადრევად იჭერენ და რიგის ნომრებსაც თავადვე ადგენენ. თუმცა, როგორც სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა, ცოცხალი რიგი მხოლოდ ხვალ დილით, 9 საათიდან დაიწყება.

ამ დროისთვის ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიას საპატრულო პოლიცია სრულად აკონტროლებს, ხოლო მასთან ერთად მობილიზებულია სამხედრო სავალდებულო სამსახურის წარმომადგენლები, რომლებიც განლაგებულნი არიან ვაკის პარკიდან სალაროებამდე.

მიმდინარეობს გარე პერიმეტრზე ჯებირების დადგმა, იმ სავალი ნაწილის გასაკონტროლებლად, რომელზეც ბილეთების მსურველებმა სალაროებამდე გზა უნდა გაიარონ.

გულშემატკივრებმა ვაკის პარკში შეკრება ჯერ კიდევ გუშინ საღამოდან დაიწყეს. დღეს კი მათი რაოდენობა იზრდება.

შეგახსენებთ, ბილეთების გაყიდვა კვირას, 09:00 საათიდან დაიწყება. ერთი პირადობის დამადასტურებელი მოწმობით მხოლოდ 4 ბილეთის შეძენა იქნება შესაძლებელი. ბილეთების ფასი კი 18, 35 და 75 ლარია.

სუპერთასის ბილეთების გაყიდვის ვიდეოინსტრუქცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114819