ფეხბურთი

11:18 | 11.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

შეი გივენი “სტოკში” გადავიდა

“სტოკ სიტის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ირლანდიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე “ასტონ ვილას” ყოფილი მეკარე შეი გივენი კარიერას “მეთუნეების” რიგებში გააგრძელებს. 39 წლის გოლკიპერმა ახალ გუნდთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ვეტერანმა მეკარემ გასულ სეზონში “ასტონ ვილას” რიგებში 12 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 17 გოლი და 4 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. საკლუბო კარიერის განმავლობაში გივენმა 1994 წლიდან დღემდე 625 მატჩი ჩაატარა.

0.156688