დიდი ფშაველი მოლექსე, ფრუშკა წვეროშვილი ცოცხალი რომ იყოს და ცნობილი ესპანელი მოდელის, ზაირა ნარას შესახებ ამბები რომ იცოდეს, აუცილებლად მიულექსავდა: ”ქალო ნუ ახდი ამდენსა, ნიავ დაგარტყამს ტანზედა, მერე მე ვერას გიშველი, დავდგები შორს და განზედა”-ო.
ზაირა ნარა კი ჯიუტად ისეთ ფოტოსესიებში იღებს მონაწილეობას, მისი ყოფილი სატრფო, აწ უკვე დავიწყების ნისლით მოსილი ურუგვაელი ფეხბურთელი, დიეგო ფორლანი ალბათ, საკუთარ თავს წყევლა-კრულვას უგზავნის, ასეთ ხელიხელსაგოგმანებ ქალს როგორ დავშორდიო.
ზაირა ნარას უკანასკნელი ფოტოსესია ესპანეთის მრავლისდამტევ კუნძულ იბიცაზე გაიმართა და როგორც ჭორთამოყვარულნი იუწყებიან, ამ ფოტოების გადამღებ ფოტოგრაფებს მუშაობის პროცესში ისეთი ხვითქი გადასდიოდათ, ვაზის შემწამვლელ მევენახესაც კი გრილ სამოთხედ რომ მოეჩვენებოდაო.







