ფეხბურთი

19:28 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამო" - "ვისლა" 2:1 (VIDEO)
უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდ წარმატებას თბილისის "დინამომ" 2004 წელს მიაღწია. მაშინ თბილისელებს დღევანდელის მსგავსად გია გეგუჩაძე წვრთნიდა. "დინამომ" მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთის ჩემპიონ კრაკოვის "ვისლას" აჯობა. პირველი მატჩი პოლონეთში მასპინძლებმა 4:3 მოიგეს, ხოლო ეროვნულ სტადიონზე ქართველმა ფეხბურთელებმა 2:1 იმარჯვეს და ჯგუფურ ეტაპზე გააღწიეს. მაშინ ქართველთაგან გოლები გიორგი ნემსაძემ და მიხეილ კაკალაძემ გაიტანეს და "დინამო" უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165861