ფეხბურთი

18:10 | 9.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"გენკის" ქართველთა ამბები

"გენკმა" ამხანაგური მატჩი გამართა ბელგიის პირველლიგელ "გეელთან" და 4:1 იმარჯვა. თორნიკე ოქრიაშვილმა და ლუკა ზარანდიამ ბოლო ნახევარი საათი ითამაშეს, 2:1-ზე შევიდნენ მოედანზე და ვიდეომიმოხილვის მიხედვით, აქტიურებიც იყვნენ.

მესამე გოლის მომენტში ზარანდიას გარღვევა იყო გამოსარჩევი, ოქრიაშვილს კი არ გაუმართლა: თორნიკემ საჯარიმოში მოხდენილი ფინტებით მოატყუა ორი მცველი და მეკარემ ფეხიდან ააცალა ბურთი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113157