ფეხბურთი

21:53 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “ წარმატებას ხასიათი განაპირობებს”

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩის წინ გია გეგუჩაძემ “გაბალას” სტადიონზე პრესკონფერენცია გამართა.

“პირველი მატჩიდან გამომდინარე მოსალოდნელია დაძაბული თამაში. “დინამოს” ფეხბურთელები მატჩისთვის კარგად მოემზადნენ, თუმცა ორივე გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თანაბარი შანსი აქვს. ტრავმის გამო ვერ დაგვეხმარება ოთარ კაკაბაძე, გარდა ამისა გასულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო გიორგი გველესიანი ვერ ითამაშებს.

ვფიქრობ გადამწყვეტი იქნება ფეხბურთელების ხასიათი, რასაც შეუძლია წარმატება განაპირობოს.

ჩვენი მეტოქისთვის პლიუსია საშინაო მოედნის ფაქტორი. საკუთარი გულშემატკივრების წინაშე თამაში უპირატესობას განიჭებს, თუმცა ჩემს ფეხბურთელებს ამ თემაზე ვესაუბრე. მათ უნდა აჩვენონ კარგი ფეხბურთი და გამოავლინონ ფსიქოლოგიური მომზადება” – აღნიშნა გია გეგუჩაძემ.

შეგახსენებთ “დინამოსა” და “გაბალას” თბილისური მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. საპასუხო მატჩი 9 ივლისს გაბალაში გაიმართება.

სურათებში იხილავთ ლონდონის “არსენალის” ლეგენდარულ მოთამაშე ტონი ადამსს, რომელიც ამჟამად “გაბალას” სპორტულ დირექტორად მუშაობს.

0.161264