ფეხბურთი

17:31 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ სუპერთასის მსაჯთა ბრიგადა დაასახელა

2015 წლის ევროპის სუპერთასს კატალონიის "ბარსელონასა" და "სევილიას" შორის, რომელიც 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება, შოტლანდიელი არბიტრი 36 წლის უილიამ კოლუმი განსჯის. კოლუმი უეფას ტურნირებზე 2006 წლიდან მსაჯობს და უეფას ეგიდით გამართულ 67 შეხვედრას წარუძღვა.

შოტლანდიელის ასისტენტები კი ირლანდიელი დემიენ მაკგრაიტი და შოტლანდიელი ფრანსის კონორი იქნებიან. ხოლო მეოთხე მსაჯი ასევე შოტლანდიელი ბობი მადენია.

0.142055