ფეხბურთი

18:46 | 8.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ატლეტიკომ" ალდერვეიელდი გაასხვისა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა ლონდონის "ტოტენჰემმა" მადრიდის "ატლეტიკოს" ბელგიელი მცველი ტობი ალდერვეიელდი შეიძინა. "დეზებს" ფეხბურთელის გამოსყიდვა 11.5 გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ. 26 წლის ფეხბურთელი "უაით ჰართ ლეინზე" 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით ითამაშებს.

ალდერვეიელდი "ატლეტიკოში" ამსტერდამის "აიაქსიდან" 2013 წელს გადავიდა, თუმცა გუნდში თავი ვერ დაიმკვიდრა. გასული სეზონი მან იჯარით "საუთჰემპტონში" გაატარა და პრემიერლიგაში 26 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112734