საფეხბურთო კლუბი “ცხინვალი” 9 ივლისს ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში რუმინულ “ბოტოშანს” მიიღებს. “ბოტოშანი” თბილისს სამშაბათს 17:25 საათზე ეწვევა და სასტუმრო “ძველ თბილისში” დაბინავდება, 20:00 საათზე კი “ოლიმპიკის” მოედანზე ივარჯიშებს, ვარჯიში ღია იქნება. რაც შეეხება “ცხინვალს”, გუნდი 13:30 საათზე “ბომონდ გარდენში” დაბინავდება, 18:30 საათზე კი თბილისის ზღვაზე მდებარე “ზესტაფონის” სპორტკომპლექსში ივარჯიშებს, ვარჯიში ღია იქნება. 8 ივლისს კი 18:00 საათიდან “მიხეილ მესხზე” აკრედიტაციები გაიცემა, 18:45 საათზე “ბოტოშანის” მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება, ხოლო 19:00 საათზე რუმინელთა ვარჯიში. კახა კაჭარავას წინასამატჩო პრესკონფერენცია 19:45 საათზე დაიწყება, 20:00 საათზე კი ცხინვალელეთა ვარჯიშია დაგეგმილი. ორივე გუნდის საწვრთნელი პროცესი მედიისთვის საწყისი 15 წუთით იქნება ღია.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში 8 ივლისს დილის 10:00 საათიდან დაიწყება, ბილეთების ფასი 3 ლარია. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი მთლიანად გადაერიცხება 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს. აღსანიშნავია, რომ ბილეთების მყიდველებს შეეძლებათ თავიანთი სახელი და გვარი ან ორგანიზაციის დასახელება სალაროებში ჩააწერინონ, ხოლო შემდგომ შესაბამისი ნუსხა, “ცხინვალის” ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდება.
“ცხინვალისა” და “ბოტოშანის” მატჩი 9 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება რუმინეთში ფრედ 1:1 დასრულდა.







