ფეხბურთი

19:33 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი და "იუვე" თანამშრომლობას განაგრძობენ

იტალიის ჩემპიონი ტურინის "იუვენტუსი" თავის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრის ნდობას უცხადებს. "იუვემ" ალეგრის კონტრაქტი 2017 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ინფორმაცია ტურინული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. აქამდე 47 წლის სპეციალისტს ხელშეკრულება 2016 წლის ზაფხულში ეწურებოდა. ალეგრი ახალი პირობების თანახმად სეზონში 2.5 მილიონ ევროს და ბონუსებსა მიიღებს.

მასიმილიანო ალეგრიმ ერთი წლის წინ ანტონიო კონტე შეცვალა. მაშინ ტურინელი გულშემატკივრები ამ გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ალეგრიმ "იუვენტუსი" პირველივე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა და იტალიის ჩემპიონატთან ერთად იტალიის თასიც მოაგებინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11325