ფეხბურთი

11:09 | 6.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სიტის” გულშემატკივრების აზრით: ქინქლაძე საუკეთესოა!..

ავტორიტეტული ინლისური გამოცემა manchestereveningnews.co.uk გამოკითხვას ატარებს თუ ვინ არის “მანჩესტერ სიტის” ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი. ჩამონათვალში სულ ათი ფეხბურთელია შესული, მათ შორის ერთ-ერთი კი ქართველი გიორგი ქინქლაძე გახლავთ. მის გარდა, სიაში შეყვანილნი არიან “ქალაქელთა” ამჟამინდელი ფეხბურთელები სერხიო აგუერო, იაია ტურე და დავიდ სილვა.

აღნიშნულ გამოკითხვას, რომელშიც მონაწილეობა ნებისმიერ გულშემატკივარს შეუძლია, დღეისათვის დიდი უპირატესობით სწორედ ქართველი ფეხბურთელი ლიდერობს.

ქინქლაძეს გამოკითხულთა 60.4% “სიტის” ისტორიაში საუკეთესოდ აღიარებს. მეორე ადგილზე კუნ აგუეროა 14.0%-ით, ხოლო სამეულს კოლინ ბელი ასრულებს – 7.9%.

შემდეგ მოდიან დავიდ სილვა და იაია ტურე შესაბამისად, 7.2 და 6.1 პროცენტული მაჩვენებლით.

გიორგი ქინქლაძე “სიტის” ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა და “ქალაქელთა” რიგებში 106 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112045