ფეხბურთი

18:10 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

პოდოლსკი თურქეთში ითამაშებს

ლონდონის “არსენალის” აწ უკვე ყოფილი თავდამსხმელი ლუკას პოდოლსკი კარიერას სტამბულის “გალათასარაიში” გააგრძელებს. ამის შესახებ სტამბულური გუნდი იუწყება. 30 წლის ფორვარდი “გალაში” 2018 წლის ზაფხულამდე დარჩება. თურქებმა “არსენალს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 4 მლიონი ევრო გადაუხადეს.

ლუკას პოდოლსკი “არსენალში” 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა, გასული სეზონის მეორე ნახევარი კი იჯარის წესით მილანის “ინტერში” გაატარა, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118929