ფეხბურთი

12:05 | 2.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

რივალდო: “ბრაზილია მუნდიალს 30 წელი ვერ მოიგებს”

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ, რომელსაც საფეხბურთო კარიერა ჯერ კიდევ არ დაუსრულებია, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან დაკავშირებით პესიმისტური პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, “სელესაოს” მორიგ მსოფლიოს ჩემპიონობამდე მოცდა კიდევ 30 წელი მოუწევს.

“ბრაზილია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს 30 წელი მაინც უნდა ელოდოს, თუ არ შეიცვლება ნაკრებში მოთამაშეთა გამოძახების პრინციპი. 2006 წელს, მე არ წამიყვანეს მუნდიალზე, რადგან საბერძნეთში, “ოლიმპიაკოსის” რიგებში ვთამაშობდი. მიუხედავად იმისა, რომ ორჯერ გავხდი ამ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. საბერძნეთის მაშინდელი ჩემპიონატი კი ბევრად აღემატებოდა იმ ჩემპიონატებს, საიდანაც დღეს ნაკრებში ფეხბურთელებს იძახებენ”, - თქვა რივალდომ.

რივალდოს ბრაზილიის ნაკრებში 1993-2003 წლებში 74–ჯერ უთამაშია და მეტოქეებს 35 გოლი გაუტანა. 2002 წელს კი მუნდიალის მოგებაც მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115564