ფეხბურთი

21:37 | 1.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია გეგუჩაძე: “წარუმატებლობის მოლოდინი არ მაქვს”

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წინ “დინამო თბილისის’ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ პრესკონფერენცია გამართა. “გაბალასთან” საშინაო შეხვედრის წინ “დინამო არენას” საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტებთან მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან ერთად ფეხბურთელმა მათე ცინცაძემაც ისაუბრა.

- დაიწყო ცხელი პერიოდი ფეხბურთელებისთვის, ჟურნალისტებისთვის, გულშემატკივრებისთვის. უმნიშვნელოვანესი მატჩის მოლოდინში ვართ, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ევრო ასპარეზზე ქართულ კლუბებს წარმატება ვუსურვო.

რაც შეეხება მოსამზადებელ პერიოდს შეიძლებოდა უკეთესად ჩატარებაც. ამ პროცესს რაღაც ხარვეზები და მინუსები ყოველთვის ახლავს. მიუხედავად ამისა ნაყოფიერი მომზადება გავიარეთ.

სამწუხაროდ ხვალინდელ მატჩში ორი ტრავმირებულ ფეხბურთელი დაგვაკლდება. ესენი არიან ოთარ კაკაბაძე და დავით ვოლკოვი. დანარჩენი მოთამაშეები მზად არიან სათამაშოდ.

- რა იქნება კლუბის მიზანი?

რა თქმა უნდა შემდეგ ეტაპზე გასვლა. მე არ მსურს მოწინააღმდეგე კლუბის მინუსებზე საუბარი. ძლიერი მეტოქე შეგხვდა, თუმცა ყველა კლუბს აქვს მინუსები და ვეცდებით ეს მინუსები კარგად გამოვიყენოთ. მინდორზე ყველაფერი ნათლად გამოჩნდება.

- გუნდში ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ. კლუბმა მოახერხა შეთამაშება?

ახალწვეულთა შერწრყმა და ინტეგრირება მოხდა, თუმცა ეს არაა დასრულებული პროცესი. რაღაც ეტაპამადე მივედით და სამუშაო კვლავ გრძელდება.

- მეტოქის მატჩები თუ ნახეთ და რას იტყვით აზერბაიჯანულ კლუბზე. ალბათ საკმაოდ რთული მატჩები გელით.

გეთანხმებით. “გაბალა” ძლიერი კლუბია. ჩვენ ვნახეთ “გაბალას” გასული სეზონის მატჩები, თუმცა შემდეგ კლუბი ბევრი ახალი ფეხბურთელით გაძლიერდა. სამწუხაროდ ახალი ფორმაციის გუნდის თამაში ვერ მოვახერხეთ.

- იმ შემთხვევაში თუ ვერ მოახერხებთ შემდეგ ეტაპზე გასვლას, როგორი იქნება თქვენი განცდები და რას მოიმოქმედებთ?

ამ კითხვაზე არ მიფიქრია. მე წარუმატებლობის მოლოდინი არ მაქვს.

- როგორ “დინამოს” ვიხილავთ? ალბათ შემტევ ფეხბურთზე გააკეთებთ აქცენტს, ეს ხომ თქვენი სტილია.

ყოველთვის არსებობს შემაფერხებელი მომენტები. პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს დროის სიმცირე, ასევე მეტოქის სიძლიერე.

ჩემი სურვილია კლუბმა შემტევი ფეხბურთი ითამაშოს და მწვრთნელთა მითითებები მოთამაშეებმა კარგად გაიაზრონ.

- შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში აპირებთ გაძლიერებს?

სატრანსფერო ფანჯარა არ დახურულა და ამ კუთხით მუშაობა გრძელდება.

დამდეგი მატჩის შესახებ მათე ცინცაძემაც ისაუბრა.

- გუნდთან ახალი ფეხბურთელების ადაპტაცის კუთხით რამდენად ნაყოფიერი შეკრება გამოდგა? გასაგებია, რომ ფეხბურთელები ერთმანეთს იცნობდით, მაგრამ სხვა მომენტია მოედანზე თამაში.

არსებული დროიდან გამომდინარე ეს პროცესი მეტ-ნაკლებად ნაყოფიერი გამოვიდა. შევთამაშდით ასე თუ ისე.

რაც შეეხება მატჩს, შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიქნებით ფეხბურთელები, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს.

0.201979