თამაშგარე

12:15 | 30.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტელეკენბურგს ცოლი ჰოლანდიაში დაბრუნებას ურჩევს

ბოლო დროს ნიდერლანდელი გოლკიპერი, მარტინ სტეკელენბურგი საფეხბურთო კლუბებს პერანგებივით იცვლის და მიუხედავად იმისა, რომ ძირითად შემადგენლობაში დაყენება სანატრელი გაუხდა, ინგლისის პრემიერლიგას ქვისლის ღვინის მარანივით გაუშინაურდა.

მარტინის ეს კლუბიდან-კლუბში უაზრო და არაფრის მომტანი მოგზაურობანი ძალიან არ მოსწონს და აღიზიანებს მის ცოლს, კიმ სტეკელენბურგს, რომელიც რამდენიმე წლის წინ, როდესაც მარტინ სტეკელენბურგი იტალიურ “რომაში” ჩაირიცხა მომავალზე დიდ იმედს ამყარებდა და ყველაფერი ნათელ ფერებში ესახებოდა. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა.

”მარტინს არაერთხელ ვთხოვე და ვურჩიე, თუკი საფეხბურთო კარიერის გაგრძელება ასე ძალიან უნდა, უმჯობესია ნიდერლანდებში დაბრუნდეს. სამწუხაროდ, ჩემი ქმარი ნაკლებად ითვალისწინებს ასეთ რჩევებს და ბოლო დროს იმდენი სახლი გამოვიცვალეთ, ერთ წელზე მეტი ვეღარსად ვჩერდებით. ჩვენ ერთმანეთი ძველებურად გვიყვარს, მაგრამ სიყვარული და კარიერა სამწუხაროდ სხვადასხვა მცნებაა”, – ამბობს გულდათუთქული კიმ სტეკელენბურგი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098738