სხვა

19:42 | 29.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის მინიმალური წინსვლა
კომუსუბობა მომავლისთვის გადაიდო

მას შემდეგ, რაც ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ნაცუ ბაშო 9 მოგებით და 6 მარცხით დაასრულა, მის კომუსუბის ტიტულამდე აღზევებას ველოდით, თუმცა, ეს იმედები არ გამართლდა.

შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი მაისი სუპერტურნირზე დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდებით ირჯებოდა, განახლებულ რეიტინგში (ბანძუკე) კი მისი წინსვლა მინიმალურად გამოიხატა: მომავალ შეჯიბრზე ქართველი გოლიათი აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა იქნება.

ასევე მინიმალური უკუსვლა შეეხო გაგამარუს შიკონათი ცნობილ თეიმურაზ ჯუღელსაც, რომელმაც გასულ სუპერტურნირზე მინიმალური უარყოფითი ბალანსი (7 მოგება, 8 მარცხი) დააფიქსირა. გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა წოდება დასავლეთის მე-6 მაეგაშირობაზე გაცვალა.

ისიც ვთქვათ, რომ იოკოძუნას ტიტულს ინარჩუნებენ ჰაკუჰო, ჰარუმაფუჯი და კაკურიუ, ნაცუ ბაშოს გამარჯვებული ტერუნოფუჯი ოძეკის წოდებამდე აღზევდა. ასეთივე რანგში იასპარეზებენ კისენოსატო, გოეიდო და კოტოშოგიკუ, სეკივაკეობამდე აღზევდნენ ტოჩიოძანი და იჩინოჯო, ხოლო ტაკარაფუჯი (პირველად კარიერაში) და მიოგირიუ კომუსუბები არიან.

შეგახსენებთ, რომ მომდევნო ბაშო ნაგოიაში 12-26 ივლისს შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11336