ფეხბურთი

14:18 | 28.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილას” ნავალოვსკი, პაპავა და შევჩენკო შეუერთდნენ

გორის “დილას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოს ჩემპიონს გიორგი ნავალოვსკი, გიორგი პაპავა და ალექსეი შევჩენკო დაემატა.

ნავალოვსკი ეროვნული ნაკრების წევრია, ბოლოს იგი რუსულ “ტოსნოში” ირჯებოდა. თბილისის “დინამოს” ყოფილი ფეხბურთელი 2015 წლის იანვარში კვიპროსულ “ნეა სალამინაში” გადავიდა და 6 თვიანი პერიოდის შემდეგ სამშობლოს დაუბრუნდა.

2015 წლის მარტში კიევის “დინამომ” შევჩენკო “ტორპედოში” გაანათხოვრა, ამჟამად კი “დილაში” ერთწლიანი იჯარის წესით გაუშვა.

27 ივნისს უჩა სოსიაშვილმა თურქულ შეკრებაზე გუნდი სრული დატვირთვით ავარჯიშა, ნავალოვსკი, პაპავა და გუგა ფალავანდიშვილი კი ინდივიდუალურად გაისარჯნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.144133