ირინა შეიკთან დაშორების შემდეგ, ევროპული ბულვარული გამოცემები კრიშტიანუ რონალდუს ბედს და მომავალს არაერთ ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ ლამაზმანთან აკავშირებენ და ამ თემაზე იმდენი ჭორი ვრცელდება, მათი ნახევარიც კი მართალი რომ იყოს, რონალდუ ჭეშმარიტ მაჩოდ უნდა შევრაცხოთ.
როგორც რეალობიდან ირკვევა, კრიშტიანუს ერთ-ერთი ყველაზე რეალური გულისსწორი, შესაძლებელია ცნობილი იტალიელი მოდელი, ალესია ტედესკი იყოს. პორტუგალიელი მეგოლე არ მალავს, რომ ალესიასთან მეგობრობს და არც ის გამორიცხა, რომ მომავალში მათმა ურთიერობამ შესაძლოა სერიოზული სახე მიიღოს.
ალესია ტედესკი თუკი ნამდვილად გახდება კრიშიანუს გულისსწორი, მას სავარაუდოდ დიდი წინააღმდეგობები შეხვდება, რადგან რონალდუზე უამრავი ლამაზმანია შეყვარებული და კრიშტიანუს დაკარგვას ბევრი ვერ შეეგუება. მაგრამ, გაწევ-გამოწევა და წიხლების ქნევა თქვენ მერე უნდა ნახოთ, რონალდუ თუ ირინა შეიკს შეურიგდა. არადა, იძახიან ამის შანსიც არსებობსო...







