კალათბურთი

16:46 | 26.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

 დევიდ უესტი შესაძლოა “ნიუ იორკში” გადავიდეს

“ინდიანა პეისერსის” 34 წლის მძიმე ფორვარდი დევიდ უესტი შეიძლება “ნიუ იორკში” გადავიდეს, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს.

უესტს “ინდიანასთან” კონტრაქტი 1 ივლისს ეწურება, რის შემდეგაც ფორვარდი თავისუფალი აგენტი გახდება.

განვლილ სეზონში 34 წლის კლათბურთელმა 66 მატჩი ჩაატარა, სადაც 11.7 ქულას, 6.8 მოხსნას, 3.4 პასს და 0.7 ბლოკს აგროვებდა.

0.112465