დასრულდა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონის, დიდი კუბელი მოჭადრაკის ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალი, რომელსაც კუბის დედაქალაქი ჰავანა მასპინძლობდა.
აღნიშნულ ტურნირში პლანეტის 6 წამყვანი მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი ორ წრედ 10 ტურად ჩატარდა. ტურნირი ყველაზე კარგად ჩინელმა მოჭადრაკე ჰოუ იანგმა ჩაატარა, რომელმაც 10 შესაძლებლობიდან ყველაზე მეტი 7 ქულა დააგროვა და მეორე-მესამე ადგილებზე გასულ ელიანოვსა და ანდრეიკინს 1.5 ქულით გაუსწრო. ამ ტურნირზე იანგი 2715 ქულით მეხუთე იყო რეიტინგით. იანგისაგან განსხვავებით თავი ვერაფრით გამოიჩინეს ტურნირის რეიტინგ-ფავორიტმა დომინგეს პერესმა და ნეპომნიაშიმ, რომლებმაც, შესაბამისად, მეოთხე-მეხუთე ადგილები დაიკავეს.
ბოლო ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
პაველ ელიანოვი (უკრაინა) - ლაზაროს ბრუგოს ბატისტა (კუბა) 1-0
დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) - ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა) 0.5-0.5
ჰოუ იანგი (ჩინეთი) - იან ნეპომნიაში (რუსეთი) 0.5-0.5
საბოლოო სატურნირო მდგომარეობა
- იანგი (2715) – 7 ქულა
- ელიანოვი (2718) - 5.5
- ანდრეიკინი (2718) – 5.5
- დომინგეს პერესი (2746) – 4.5
- ნეპომნიაში (2720) – 4
- ბრუგოსი ( 2677) – 3.5
შენიშვნა: მოცემულია ის რეიტინგი, რომელიც მოჭადრაკეებს ტურნირის დაწყებამდე ჰქონდათ.







