ფეხბურთი

18:23 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" ბერარდი "სასუოლოში" დატოვა, გაისამდე...

"სასუოლოსა" და იტალიის ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი დომენიკო ბერარდი მომავალ სეზონსაც "ნეროვერდის" რიგებში გაატარებს. "სასუოლომ" ტურინულ გრანდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაუხადა, ხოლო ერთი წლის შემდგომ "იუვეს" ბერარდის სრულად გამოსყიდვის უფლება 18 მილიონი ვეროს სანაცვლოდ შეეძლება.

20 წლის თავდამსხმელზე იტალიაში დიდ იმედს ამყარებენ. მას სერია A-ში ჩატარებულ 61 მატჩში 31 გოლი აქვს გატანილი. იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში 7 შეხვედრაში თავი ორჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110197