ფეხბურთი

17:14 | 25.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრიგალაშვილი “ტერეკში” ისინჯება

თედორე გრიგალაშვილი რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მოასპარეზე გროზნოს “ტერეკში” ისინჯება. “ტერეკის” ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველმა მცველმა გროზნოელთა რიგებში ამხანაგური მატჩიც ჩაატარა.

ავსტრიულ შეკრებაზე “ტერეკმა” მაკედონიის “ვარდარი” 1:0 დაამარცხა და სასტარტო შემადგენლობაში მყოფი გრიგალაშვილი 36-ე წუთზე გააძევეს. თუმცა, გუნდებს შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ის მოედანს 41-ე წუთზე დაუბრუნდა.

22 წლის მცველმა გასული სეზონი “ზესტაფონში” დაიწყო, ხოლო მეორე წრე “სამტრედიაში” გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124929