ფეხბურთი

0:36 | 24.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“უოტფორდი” პაულინიოს უმიზნებს

პრემიერლიგაში აღზევებული “უოტფორდი” ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველს პაულინიოს უმიზნებს. აღნიშნულ ცნობას ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Mail–ი ავრცელებს.

დებიუტანტებს გამოცდილი მოთამაშეების დამატება სურთ, რათა პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება მოახერხონ. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე კი, პაულინიო გახლავთ, რომელიც გასულ სეზონში “ტოტენჰემის” ძირითად შემადგენლობაში იშვიათად თამაშობდა და სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრობს.

26 წლის ბრაზილიელს “დეზებთან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 10.56 მილიონი ფუნტი ღირს.

მან განვლილ პრემიერლიგაში მხოლოდ 15 მატჩი ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

თეგებიპაულინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113249