ფეხბურთი

21:55 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოსიაშვილი: "პარტიზანი" წარმატებული და სტაბილური გუნდია"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის "დილა" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს. შიდაქართლური გუნდი გათამაშებაში მეორე ეტაპიდან ჩაერთვება, მისი მეტოქე კი სერბეთის ჩემპიონი ბელგრადის "პარტიზანი" იქნება.

"მსოფლიო სპორტთან" საუბრისას "დილას" მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა მათი მომავალი მეტოქე შეაფასა. მისი თქმით, "პარტიზანი" ერთ-ერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც შეიძლებოდა "დილას" შეხვედროდა.

"პარტიზანი" კარგი, წარმატებული და სტაბილური გუნდია, რომელიც ევროტურნირებზე კარგა ხანია თამაშობს. მოკლედ რომ შევაფასო, ერთ-ერთი საუკეთესოა იმ გუნდთაგან, რომელიც შეიძლებოდა შეგვხვედროდა ბულგარულ "ლუდოგორეცთან" და სლოვენიურ "მარიბორთან" ერთად. ახალი ფეხბურთელების დამატება კი ამ დროისთვის აღარ იგეგმება", - განაცხადა ჩვენთან საუბრისას სოსიაშვილმა.

"დილასა" და "პარტიზანის" პირველ მატჩს ბელგრადი უმასპინძლებს, ხოლო განმეორებითი კი ჩვენს ქვეყანაში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114494