ფეხბურთი

16:23 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

biletebi.ge-ს განცხადება

საიტი www.biletebi.ge უეფას ევროპის სუპერთასის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით საკუთარი facebook-გვერდის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ საიტის მუშაობის შეჩერებამდე მხოლოდ 30-მდე ბილეთი გაიყიდა და უკვე გაყიდული ბილეთები არ გაუქმდება.

"გაცნობებთ, რომ ამ დრომდე გაყიდულია მხოლოდ 30 ბილეთამდე. უკვე გაყიდული ბილეთები არ გაუქმდება. გასაყიდად დარჩენილია 29 000-მდე ბილეთი! თუ როდის შესძლებთ დარჩენილი ბილეთების ყიდვას, ჩვენ გვერდზე დავწერთ, სისტემის გაშვებისთანავე" - ნათქვამია www.biletebi.ge-ს განცხადებაში.

„ბარსელონასა“ და „სევილიას“ შორის თბილისში 11 აგვისტოს გასამართი სუპერთასის მატჩის ბილეთების გაყიდვა www.biletebi.ge-ზე დღეს უნდა დაწყებულიყო, თუმცა აღნიშნული საიტის მუშაობა ამ დრომდე შეჩერებულია. ადმინისტრაცია საიტის გათიშვის მიზეზად მომხმარებელთა დიდი რაოდენობის ერთდროულად დაფიქსირებას და კიბერშეტევას ასახელებს.

ბოლო ინფორმაციით, www.biletebi.ge ტექნიკური პრობლემების მოგვარებას დღეს საღამოსთვის ვარაუდობს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168394