ფეხბურთი

22:10 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დეპორტივომ” ლოპოს გაუხანგრძლივა

ლა კორუნიის “დეპორტივომ” ცენტრალურ მცველს ალბერტო ლოპოს 2017 წლამდე გაუხანგრძლივა კონტრაქტი. აღნიშნული ინფორმაცია გალისიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

ძველ კონტრაქტს ყავლი 2016 წელს გასდიოდა და 35 წლის მცველმა ერთი წლით გაახანგრძლივა ხელშეკრულება.

ლოპომ გასულ სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

0.113673