ფეხბურთი

18:40 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სტურარო: "ამ მაისურის ჩაცმა არ დამიმსახურებია"

იტალიის ახალგაზრდული ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველმა სტეფანო სტურარომ "აძურინის" შემადგენლობაში შვედეთის ნაკრებთან მატჩისას გაძევების გამო ბოდიში საჯაროდ მოიხადა.

"საჯაროდ ვიხდი ბოდიშს. ალბათ, ამ მაისურის ტარება არ დამიმსახურებია. გუშინდელი მარცხის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ", - განაცხადა სტურარომ.

სტაფაო სტურარომ შვედ ფეხბურთელს მატჩის მე-80 წუთზე სახეში ხელი გაარტყა, რის გამოც შეხვედრის არბიტრისგან წითელი ბარათი დაიმსახურა. მატჩი კი შვედებმა საბოლოოდ 2:1 მოიგეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110824