ფეხბურთი

13:33 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" კაპანაძე დაიმატა

საქართველოს სამგზის ჩემპიონმა ქუთაისის "ტორპედომ" საფეხბურთო კლუბ "სამტრედიადან" 23 წლის თავდამსხმელი თორნიკე კაპანაძე დაიმატა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას ფეხბურთელი ქუთაისელთა მორიგი ახალწვეულია.

კაპანაძე იმერულ გუნდში 2013-2014 წლების სეზონის პირველ ნახევარში უკვე თამაშობდა, როცა 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

გასული სეზონის პირველი ნახევარი კი "ზესტაფონში" გაატარა. ახალგაზრდა შემტევი "სამტრედიას" იანვრის თვეში შეუერთდა და 13 შეხვედრაში გუნდს 4 გოლით შეეწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110825