კალათბურთი

17:07 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონ ჯეიმსმა პლეი ოფებში 5000 ქულას გადააბიჯა

სუპერფინალის მეექვსე შეხვედრაში “კლივლენდ კავალიერსი” შინ “გოლდენ სტეიტთან” 97:105 დამარცხდა. “ოქროს შტატელებმა” კლუბის ისტორიაში ნბა მეოთხეჯერ მოიგეს.

მეექვსე შეხვედრაში “კლივლენდის” ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა მეტოქეს 32 ქულა ჩაუგდო. ამ მატჩამდე “მეფეს” პლეი ოფებში 4988 ქულა ჰქონდა, ხოლო ახლა 5020 ქულა დაუგროვდა.

გთავაზობთ ნბა-ს პლეი ოფების 10 საუკეთესო მექულეს:

  1. მაიკლ ჯორდანი 5987
  2. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 5762
  3. კობი ბრაიანტი 5640
  4. შაკილ ონილი 5250
  5. ტიმ დანკანი 5113
  6. ლებრონ ჯეიმსი 5020
  7. კარლ მელოუნი 4761
  8. ჯერი უესტი 4457
  9. ლარი ბერდი 3897
  10. ტონი პარკერი 3781
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112266