ფეხბურთი

11:00 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი სიკვდილს გადაურჩა

ტურინის "იუვენტუსისა" და ჩილეს ნაკრების ფეხბურთელი არტურო ვიდალი, რომელიც ამჟამად თავის სამშობლოში კოპა ამერიკის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ვიდალის ჯანმრთელობას საფრთხე არ დამუქრებია. სამაგიეროდ, მისი ფერარის მარკის ავტომობილი, რომლითაც ის სანტიაგოში გადაადგილდებოდა, უვარგისი გახდა.

"სამწუხაროდ, გზაზე ინციდენტი შემემთხვა. საბედნიეროდ, ყველანი კარგად და მშვიდად ვართ. მადლობა ყველას ვინც ჩვენი მდგომარეობით შეწუხდა და დაინტერესდა", - დაწერა ფეხბურთელმა თავის ტვიტერის გვერდზე.

არტურო ვიდალს კოპა ამერიკის მიმდინარე ტურნირზე ორ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110011