ფეხბურთი

21:57 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გალათასარაი” პოდოლსკით დაინტერესდა

როგორც თურქული მედია იუწყება, სტამბულის “გალათასარაის” ლუკას პოდოლსკის შეძენა სურს. გაზეთ Aksam-ის ცნობით, თურქული კლუბი მზადაა გამოისყიდოს გერმანელი მოთამაშე. სავარაუდო სატრანსფერო თანხად 1,4 მილიონი სტერლინგი სახელდება.

გავრცელებული ინფორმაციით პოდოლსკი თანახმაა დატოვოს ლონდონური კლუბი, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია მისი საბოლოო არჩევანი.

გერმანიის ნაკრების 30 წლის მოთამაშეს “კიოლნსა” და “ბაიერნში” უთამაშია. 2012 წელს “არსენალის” ფეხბურთელი გახდა, თუმცა გასულ სეზონში სათამაშო პრაქტიკის სიმცირეს განიცდიდა, რის გამოც მილანის “ინტერში” განათხოვრების წესით ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121661