13-14 ივნისს მაკედონიის ქალაქმა შტიფმა სუმოისტთა შორის ევროპის თასის გათამაშებას უმასპინძლა, რომელშიც 13 ქვეყნის 280 სუმოისტი მონაწილეობდა.
შეჯიბრებაში ქართველი სუმოისტებიც გამოვიდნენ და სამივე სინჯის მედლები მოიპოვეს. 18-წლამდელებში ჩემპიონები გახდნენ ნიკოლოზ სისვაძე (-100 კგ), შამილ გოგოჭური (+100 კგ) და ნიკოლოზ სისვაძე (აბსოლუტური). საქართველოს ნაკრებმა (ნიკოლოზ სისვაძე, შამილ გოგოჭური, დავით რაზმაძე) ოქრო გუნდურ პირველობაშიც მოიპოვა.
ვერცხლის მედალი შამილ გოგოჭურმა (აბსოლუტური) დაისაკუთრა, ბრინჯაო კი – დავით რაზმაძემ (+100 კგ).
უფროსებში ოქროს მედლები მოიპოვეს გიორგი მეშვილდიშვილმა (-115 კგ) და ორიც – ავთანდილ ცერცვაძემ +115 კილოში და აბსოლუტურში.
ვერცხლის მედალს დასჯერდა გიორგი მეშვილდიშვილი (აბსოლუტური). გუნდურ შეჯიბრში ოქრო არავის დაუთმეს – ავთანდილ ცერცვაძემ, გიორგი მეშვილდიშვილმა, შამილ გოგოჭურმა და ნიკოლოზ სისვაძემ.
საქართველოს დელეგაციას ფედერაციის პრეზიდენტი თენგიზ რუხაძე ხელმძღვანელობდა. ევროპის თასის გათამაშებაზე იმსაჯა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ანზორ მარტყოფლიშვილმა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური







