ფეხბურთი

21:23 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბეტისმა” ვან დერ ვაარტი დაიმატა

ესპანეთის პრიმერა დივიზიონში დაბრუნებულმა “ბეტისმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი აქტიურად დაიწყო და ჰოლანდიელი რაფაელ ვან დერ ვაარტი დაიმატა. შემტევი უკვე ანდალუსიაში იმყოფება, 16 ივნისს კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

32 წლის მოთამაშეს “ჰამბურგთან” კონტრაქტი დაუმთავრდა და “ბეტისს” მიაშურა. ფეხბურთელი აეროპორტში მომავალი გუნდის შარფით გამოჩნდა. ესპანური ფეხბურთი რაფაელისთვის უცხო არ გახლავთ. ჰოლანდიელი ორი სეზონის განმავლობაში მადრიდის “რეალის” ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში ვან დერ ვაარტმა 27 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123446