ფეხბურთი

15:33 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამო არენას” უეფას წარმომადგენლები ესტუმრნენ

თბილისში გასამართ უეფას სუპერ თასთან დაკავშირებით უეფას დელეგაციის წევრები არიან ჩამოსულნი, რომლებიც მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში “დინამო არენაზე” მიმდინარე სამუშაოებს დააკვირდებიან და შეაფასებენ. დღეს “დინამო არენაზე” სტუმრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ უმასპინძლეს.

უეფას დელეგატები საქართველოს დედაქალაქში 19 ივნისამდე დარჩებიან.

სტადიონზე უკვე მთლიანად დასრულებულია ძველი სკამების დემონტაჟი და სარემონტო სამუშაოები აქტიურ პროცესში მიმდინარეობს.

“უეფას წარმომადგენლები თბილისში ხუთი დღე დარჩებიან. უეფა კმაყოფილია სტადიონზე მიმდინარე მდგომაროებით. ხვალ უსაფრთხოების დეტალებზე შევთანხმდებით. იმედია, რომ ევროპის სუპერ თასს მაღალ დონეზე ვუმასპინძლებთ. ჩვენ ამისთვის მზად ვართ”, - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ზვიად სიჭინავამ.

უეფას ევროპის სუპერ თასი საქართველოს დედაქალაქში 11 აგვისტოს გაიმართება და მასში ერთმანეთს ესპანური გუნდები, “ბარსელონა” და “სევილია” დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
120 x 600
0.098503