კალათბურთი

13:02 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელები გასოლს და იბაკას ელიან

2015 წლის ევროპის ჩემპიონატს, დიდი ალბათობით, კიდევ ერთი ევროპელი ვარსკვლავი დაამშვენებს. თუკი არაფერი შეიცვალა, ესპანელი კალათბურთელი პაუ გასოლი ევრობასკეტზე ითამაშებს.

ესპანური მარკა-ს ცნობით, “ჩიკაგო ბულზის” ფორვარდმა ნაკრების მაისურის მორგების სურვილი გამოთქვა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მომავალ კვირაში გაახმაურებს.

ჯერჯერობით, გაურკვეველია, შეძლებს თუ არა ჩემპიონატზე თამაშს “ოკლაჰომ სიტი სანდერის” ფორვარდი სერჟ იბაკა. მარტში მან მუხლზე ოპერაცია გაიკეთა და რეგულარული სეზონის მიწურული გამოტოვა.

“თუკი ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს, ნაკრებს ევრობასკეტზე აუცილებლად დავეხმარები. ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ოკლაჰომელები ამ მხრივ პრობლემებს არ შემიქმნიან”, - აღნიშნა იბაკამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევრობასკეტ-2015-ის B ჯგუფში მოხვდა და მასპინძელი გერმანიის გარდა, თამაში თურქეთთან, სერბეთთან, იტალიასთან და გერმანიასთან მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118403